საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომი, გარდა სახელმწიფო, კომერციულ საიდუმლოებასა და პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებული ინფორმაციისა;
საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას;
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში, არაუგვიანეს 10 დღისა;
მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა -გაეცნოს მას დედანში ან სათანადო წესით დამოწმებულ ასლში, მიიღოს ამობეჭდილი ან ელექტრონული ფორმით