სიახლეების კალენდარი

ჩვენ შესახებ

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდგომში „სააგენტო“) 2009 წლის 30 იანვარს შეიქმნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №44 ბრძანების  საფუძველზე.

მისია

სააგენტო წარმოადგენს   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში “სამინისტრო”) მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მისიაა საქართველოს განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება.

სააგენტოს მიზნებია:

ა) სამინისტროს, სამინისტროს  სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე მინისტრის ბრძანების საფუძველზე  განსაზღვრული ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეაბილიტაცია, მშენებლობა,  ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება;

ბ) მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების პროცესის წარმართვა.

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ძირითადი მიმართულებები და პროგრამები

სააგენტო დასახული მიზნების გათვალისწინებით, საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:

( პროგრამა „საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება“).

 (პროგრამა „საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მოსწავლეების/სტუდენტების ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა”)

(ქვეპროგრამა “საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებით უზრუნველყოფა”)

(პროგრამა “საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა).

.

ბოლო სიახლეები