წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გურიის რეგიონში

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”-ს თანამშრომლებთან ერთად, გურიის რეგიონის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
2015 წელს, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება. გურიის რეგიონში 47 მოსწავლეს გადაეცა პერსონალური კომპიუტერი. ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).