ლაგოდეხში პროფესიულ კოლეჯ ,,აისის“ ევროპული სტანდარტის განყოფილება გაიხსნება

კახეთში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს შეუძლიათ არჩევანი არა უმაღლეს სასწავლებელზე, არამედ ევროსტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯზე გააკეთონ. სექტემბრიდან სასურველი პროფესიის დაუფლება რაიონიდან გაუსვლელად ლაგოდეხელ და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ლაგოდეხში კოლეჯ ,,აისის ,,ფილიალი იხსნება. სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ასრულებს.