სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან მუშკუდიანმა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში სამველ მანუკიანთან, პარლამენტის წევრ სუმბატ კიურეღიანთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერ მელქონ მაკარიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანისა და სოფელ დადეშის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
სოფელ ალასტანისა და სოფელ დადეშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოების შედეგად, ორივე სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოეწყობა ლიფტები, პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები. უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოებისა და გათბობის ახალი სისტემებით.
აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის 250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის და აღჭურვის პროექტის ჯამური ღირებულება 4 434 000 ლარზე მეტია.
ხოლო სოფელ დადეშის საჯარო სკოლა 260 მოსწავლეზეა გათვლილი და სკოლის პროექტის ჯამური ღირებულება – 2 417 500 ლარამდეა.