სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ირაკლი კუპრავა და თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ქალაქ თბილისის N43-ე საჯარო სკოლის ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის 43-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) და აღმოსავლეთის ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. სკოლა ისტორიული ძეგლის სტატუსს ატარებს, რეაბილიტაციის ფარგლებში ისტორიული ნაწილი სრულად იქნება შენარჩუნებული.
მნიშვნელოვანია, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს 300 მოსწავლეზე გათვლილი შენობის ყველა საჭირო საგანმანათლებლო ინვენტარით, ტექნიკითა და რესურსით აღჭურვას.