სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სკოლა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან უმასპინძლებს.
პროექტის განხორციელების შედეგად საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.
სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილი იქნება სახანძრო სიგნალიზაციისა და გათბობის ახალი სისტემებით, სპორტული ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული სივრცეებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.