თბილისის 211-ე საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

თბილისის N211 საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რეკონსტრუქციის ფარგლებში სრულდება სპორტული მოედნის, ეზოსა და რეკრეაციული ზონების  კეთილმოწყობა. 

შენობა გათვლილია 350 მოსწავლეზე. სკოლაში იფუნქციონირებს: სასწავლო სივრცეები,  საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების  მქონე პირებისთვის.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია კეთილმოწყობილი, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურითა და სივრცეებით ისარგებლებენ.