თბილისის 23-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის  მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ სააგენტოს  დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანი, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და საკრებულოს წარმომადგენლები.

თბილისის 23-ე საჯარო სკოლა  1900 – 1902 წლებშია აშენებული და ისტორიული ძეგლის სტატუსს ატარებს. შენობის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი ნორმების დაცვით ხორციელდება ­- სრულიად აღდგება მისი ისტორიული იერსახე. 1000-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილი სკოლა პარალელურად, გახდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება.