განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სსიპ ქალაქ თბილისის N211 საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე, უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
თბილისის 211-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს 3 სართულიანი კორპუსის და დახურული სპორტული დარბაზის გამაგრება/სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას. რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი; ეწყობა წინაფრა და სარინელი, იცვლება წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე; ეწყობა კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.
სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით; სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა ადაპტირებული სველი წერტილები, ლიფტი და პანდუსები;
4 850 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
შედეგად 2024 წლიდან სრულად რეაბილიტირებული საგანმანათლებლო სივრცეებით წავკისის 112 მოსწავლე და მათი მასწავლებლები ისარგებლებენ.