სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სოფელ ოზაანში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი  ადგილზე გაეცნენ.

🟡20 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.   სასწავლო სივრცეებთან ერთად თავმოყრილი იქნება  საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტი  და ბიბლიოთეკა. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული სანიტარული კვანძები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ეზოს კეთილმოწყობა  და სპორტული მოედნის მშენებლობა.

შედეგად თანამედროვე და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით სკოლის 86 მოსწავლე და 23 თანამშრომელი ისარგებლებს.

2 მილიონ 800 ათასი ლარის  ღირებულების სამუშაოები  საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება.

განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.