სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სენაკი მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტი ფარგლებში ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის გამოყენებით რემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე. სრულად შეიცვლება შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა და ელექტრობა; მოეწყობა გათბობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

რეაბილიტაცია უტარდება შენობის ფასადს და შიდა ეზოს; სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა გარე ლიფტი (ამწე) და ადაპტირებული სველი წერტილები.

სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის და რესურს ოთახები. სკოლის პერსონალს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს სკოლის ბუფეტით.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 1,465,800 ლარზე მეტია, სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს და 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.