ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო  ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო  ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება შენობის ფასადი, სახურავი, გარე კიბე და წვიმის შედეგად დაზიანებული საკლასო ოთახები. ასევე იცვლება საკლასო ოთახებისა და სპორტული დარბაზის კარ-ფანჯარა, წყალ-კანალიზაციისა  და ელექტრო გაყვანილობის  სისტემა.

სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.

სკოლის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწო და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

პროექტის საერთო ღირებულება 500 ათას ლარამდეა. 

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.