საჯარო ინფორმაცია

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
სააგენტოს მიზანს წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება. დასახული მიზნების მისაღწევად, სააგენტო უფლებამოსილია:

  • შეიმუშაოს ინფრასტრუქტურის განვითარების ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს და უზრუნველყოს ამ გეგმის განხორციელება;
  • მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში;
  • უზრუნველყოს სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო მომსახურების შესყიდვა და განახორციელოს შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით შექმნას საექსპერტო ჯგუფები;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ინფორმაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებიდან;
  • განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ სამინისტროსათვის მოამზადოს წინადადებები და განახორციელოს პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • შეასრულოს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ცალკეული დავალებები;

სტრუქტურა – 2024

სტრუქტურა – 2023

სტრუქტურა-2022

სტრუქტურა 2019

სტრუქტურა 2018

სტრუქტურა 2017

სტრუქტურა 2016

სტრუქტურა-2014-2015-წლები

სტრუქტურა-2013-წელი