ქალაქ ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ გარემოში შეხვდებიან

პროექტის ფარგლებში  სკოლის შენობისა და  ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა: ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, შეიცვალა ღობე და ჭიშკარი, მოეწყო გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე და კომბინირებული სპორტული მოედანი.

 რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს და გუმბათს, მოეწყო სარინელი და პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი, რომლის ღირებულება   250 ათას  ლარამდეა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა.