ლანჩხუთში პროფესიული კოლეჯის მშენებლკობა დაიწყო

ლანჩხუთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობა დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

 თანამედროვე ტიპის  ერთსართულიანი შენობა სრულად ადპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე.

 სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა ადმინისტრაციული ნაწილი, ლაბორატორიები, სასადილო და საცხოვრებელი ზონა.

150 სტუდენტზე გათვლილი სასწავლებელი მულტიპროფილური იქნება და ახალგაზრდებს რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამებს შესთავაზებს: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, განათლებისა და მომსახურების სფეროს მიმართულებით.

ლანჩხუთის კოლეჯის მშენებლობით პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნება გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. ლანჩხუთის კოლეჯი ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო ბაზა იქნება და  2022 წელს უკვე შეძლებს სტუდენტების მიღებას პროფესიულ პროგრამებზე.

 სამშენებლო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.