ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ახალ სასწავლო წლისთვის დასრულდება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს კორპუსის და ეზოს სრული რეაბილიტაცია. ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის გამოყენებით რემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები…
იცვლება ღობე და შემოსასვლელი ჭიშკარი. ეზოში დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე და კომბინირებული სპორტული მოედანი.
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები.
პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 337 ათას ლარზე მეტია.