პროფესიულ კოლეჯი „ერქვანის“ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხუთი ახალი სახელოსნოს მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
თაბაშირ-მუყაოს მონტაჟის, შედუღების, ხის მხატვრული დამუშავების, მეფუტკრეობისა და მეღვინეობის მიმართულების სახელოსნოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აშენებს. შედეგად, კოლეჯის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის გავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო სახელოსნოებში შეძლებენ.
შენობის მშენებლობა ითვალისწინებს მსუბუქი კონსტრუქციის ცალკე მდგომ ერთსართულიან ბლოკებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ვიტრაჟული დერეფნებით.
სახელოსნოს მშენებლობა პროფესიულ განათლებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა და მათი ფუნქციონირება სტუდენტებს ხელს შეუწყობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებასა და შესაბიმისი პრაქტიკის გავლაში. აღსანიშნავია, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოს მასშტაბით ააშენებს 8 პროფესიული სასწავლებლის 26 სხვადასხვა ტიპის სახელოსნოს.