მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში 137 წლის წინ ცნობილი პედაგოგისა და პუბლიცისტის ილია წინამძღვრიშვილის მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულების პირველი პროფესიული სასწავლებელი დაარსდა. შენობა, სადაც სასწავლებელი იყო განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მისი რესტავრაცია სსიპ საგანამანათლებლო და სამცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.
ისტორიული სასწავლებელი, რომლის წარმატებასა და განვითარებაში წვლილი ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ შეიტანეს, თავის პირვანდალ სახეს დაიბრუნებს: მოეწყობა სამუზეუმო, სასწავლო, საკონფერენციო სივრცეები; აღდგება ის ტრადიციული პირვანდელი მიმართულებები, რომლებიც ილია წინამძღვრიშვილისა და ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაინერგა; მოხდება მათი განვითარება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან მანონი ნარიმანიძესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად გაეცნო.