თბილისის N118 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ გარემოში შეხვდა.
სკოლის სრული რეაბილიტაციის პრეოქტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს მიერ განხორციელდა და მისი ღირებულება 1 408 586 ლარია.
პროექტის ფარგლებში მთლიანად რეაბილიტირდა: შენობის გარე ფასადი, ოთხივე სართულის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, დერეფნები,სველი წერტილები, სააქტო და სპორტული დარბაზები გასახდელებით; გამოიცვალა ელექტროობა, გაკეთდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები.