სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პროფესიული კოლეჯების სახელოსნოების მშენებლობა დაიწყო.
კახეთში, კოლეჯი “აისი”-ს კაჭრეთისა და ქვემო ალვანის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს სასწავლო სახელოსნოები, როგორიცაა: კერამიკული ნაკეთობები, ავტომობილებისა და მათი სავალი ნაწილების შეკეთება და იატაკის ფილით მოწყობა. სახელოსნოების ფუნქციონირება ხელს შეუწყობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებას.
სახელოსნოების ტიპიური პროექტი ითვალისწინებს ერთსართულიან შენობას, რომელიც წარმოადგენს ცალკე მდგომ ბლოკს და ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიტრაჟული დერეფნებით. შენობის ძირითადი ფასადი შეიღებება მაღალი ხარისხის ნესტგამძლე საღებავით.
სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ქვეყანაში არსებული სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 959 776,79 ლარი.
სასწავლო პროგრამისა და პროფესიის წარმატებით ათვისებისათვის აუცილებელია შესაბიმისი პრაქტიკა. სწორედ ესაა სასწავლო სახელოსნოების აშენების მიზანი.