1870 წელს იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ სოფელ ბახვში დაარსებული სკოლა დღემდე მის სახელს ატარებს. კოლის ამჟამინდელი შენობა, რომელიც 700 მოსწავლეზეა გათვლილი 1934 წელს არის აშენებული და დღემდე მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ამჟამად სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი თანამედროვე განათლების მისაღებად – სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 მილიონ 15 ათასი ლარია.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა სკოლის შენობა და ეზო, მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, სასადილო, ფოიე, დერეფნები და სველი წერტილები. შეიცვალა შენობის სახურავი. დამონტაჟდა გათბობის სისტემა. სკოლა აღიჭურვა თანამედროვე სასკოლო ინვენტარითა და ტექნიკით.
საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.