კასპში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დასრულდა

კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებელი აშენდა.

თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება და ხელს უწყობს კვალიფიციური, სერტიფიცირებული სპეციალისტების მომზადებას, რაც მათი დასაქმების გარანტია.

პროფესიული სასწავლებელი რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების – ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტებს მოამზადებს. ასევე, მომზადდებიან ელექტრო შედუღების, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები სპეციალისტები, ამწის ოპერატორ-მემანქანეები და ა.შ. სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.