კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალი

კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტით 350 მოსწავლეზე გათვლილ სკოლა იქნება თანამედროვე არქიტექტურული იერსახის 3 სართულიანი შენობა, რომელსაც ექნება შიდა ეზო ღია სპორტული მოედნით და გადახურული სარეკრეაციო სივრცით. შენობაში განთავსდება: საკლასო ოთახები, ლაბორატორიები და საგამოცდო დარბაზი; ჰოლი, ადმინისტრაციული ნაწილი, ბიბლიოთეკა, არქივი და ტექნიკური სათავსოები; მრავალ ფუნქციური სპორტული დარბაზი და სასადილო დარბაზი სამზარეულოთი. სახურავი იქნება გამწვანებული, რაც დამატებით სივრცეს ქმნის სხავადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 9,499,952 ლარია.