ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილილტაცია დასრულდა

ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სექტემბერში სკოლა განახლებულ გარემოში მიიღებს მოსწავლეებს. ჩატარებულ სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” დირექტორთან დავით ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.სრულად რეაბილიტირდა 1000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა. შესაბამისად დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე შენობაში განთავსდებიან. შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები მოეწყო.