ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის, ქვეპროგრამა „ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები უტარდება თბილისის N118 საჯარო სკოლის ოთხივე სართულს, რომელიც მოიცავს საკლასო ოთახების და დერეფნების რეაბილიტაციას. სკოლაში გამოიცვლება ელექტროობა, დამონტაჟდება ახალი ცენტრალური გათბობა, გარემონტდება სკოლის შენობის ფასადი და სპორტული დარბაზი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები.