დიდ დიღომში, განათლების ქალაქის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ინოვაციური ცენტრი აშენდება. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვთარების სააგენტომ ინოვაციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოაცხადა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ესკიზური პროექტის შესარჩევად.
დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კონკურსში მონაწილე კომპანიებს მოეხდინათ მათ მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია.