ქალაქ თბილისის N 86 საჯარო სკოლა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი   ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლის პროექტირებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, ღირებულებით   11`745`628.00 ლარი. 650 მოსწავლეზე გათვლილ, სამ სართულიან თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი,  ექიმის კაბინეტი და სასადილო. სკოლაში იფუნქციონირებს ღია და დახურული სპორტული დარბაზი. მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.