ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 17 სექტემბერს კომპანია კარფურის წარმომადგენლებმა N203 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს. იმავე დღეს კომპანია კარფურის გენერალურმა დირექტორმა, ქრისტოფ ორსემ სკოლის მოსწავლეები პანთომიმის სახელმწიფო თეატრში მიიწვია, სადაც ბავშვებს საშუალება ჰქონდათ საგანგებოდ მათთვის გამართულ, სპექტაკლ „კრიმანჭულს“ დასწრებოდნენ და დაუვიწყარი ემოციები მიეღოთ.