საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, მარნეულის პირველი საჯარო სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სკოლა სამინისტროს ფინანსური დახმარებით აშენდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 190 0000 ლარი გამოიყო.
ახლადაშენებული სკოლა სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და 200 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 130 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 20 პირველკლასელი.