სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი საქართველოს მასშტაბით დასასრულს უახლოვდება

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში სახელმძღვანეოების დარიგების პროცესი საქართველოს მასშტაბით დასასრულს უახლოვდება. ამჯერად სამეგრელოს რეგიონს გადაეცა 2019-2020 სასწავლო წლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები. სააგენტოს მიერ ჯამში შესყიდულ იქნა 4 060 910 წიგნი და რვეული, სულ საერთო ღირებულებით 20 078 540.73 ლარი. ხელშეკრულების თანახმად სკოლებში სახელმძღვანელოების პირველი ნაწილების მიწოდება განხორციელდება მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე.

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა” 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი მიზანია სრული ზოგადი განათლების და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.