სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა კომპანია კარფურის გენერალურ მენეჯერ კრისტოფ ორსესთან და კარფურ ისთ ფოინთის გენერალური მენეჯერ ჯოზეფ კოჩანდრლესთან ერთად ქალაქ თბილისის №203 საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები და ენახათ მათ მიერ შესრულებული მინი სპექტაკლი და მუსიკალური ნომრები. ამასთანავე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კომპანია კარფურსა და ქალაქ თბილისის N203 საჯარო სკოლას შორის.
სკოლა, სადაც ამჟამად 143 მოსწავლე სწავლობს, სმენის არ მქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ემსახურება.