23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამია მორალიშვილი და თბილისი მოლის კარფურის გენერალური მენეჯერი ემრიკ კადუდალ შეუერთდნენ კამპანიას „აჩუქე წიგნი“ და  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის სკოლას ესტუმრნენ,  მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცეს, ბავშვები კი სტუმრების წინაშე  ღონისძიებით „გავაცილოთ დედა ენა“  წარსდგნენ.

”აჩუქე წიგნი” – კამპანიაა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ანაგრამამ“ წამოიწყო. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა  გიორგი კეკელიძემ კი საზოგადოებას ძალიან კარგი ინიციატივა  შესთავაზა. ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა.
წიგნის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. 1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ. მისი აღნიშვნდა 1996 წლიდან დაიწყო. იუნესკომ, პირველ რიგში, ამით ახალგაზრდებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ეკითხათ.