სსიპ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი თინაძემ სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ქალაქ თბილისის N162 საჯარო სკოლის ეზოში დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. სკვერის ტერიტორიაზე დაიგო ფილები, დაიდგა სკამები, ურნები და მოეწყო სათამაშო ზონა საქანელებით. სამუშაოების ღირებულებამ 556 141 ლარი შეადგინა.