საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქუტრის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, საქართველოს პარლამეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან გოგიჩაიშვილთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს ქ. თბილისის N195 საჯარო სკოლაში მოწყობილი სპორტული მოედანი. სტადიონზე მოწყობილია მაღალი ხარისხის 60 მმ სიმაღლის ხელოვნური საფარი, სადრენაჟე სისტემა, განათება და ტრიბუნები. მოედანი გარშემორტყმულია 6 მეტრი სიმაღლის ღობით.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით სკოლის ეზოში ჩატარდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 426 712 ლარი.
„ზოგადი განათლების რეფორმის“ ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამის მე-2 ეტაპის ფარგლებში სკოლაში ჩატარდება შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოწესრიგდება გათბობის სისტემა. სრულად აღიჭურვება კომპიუტერებით.