სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დაიწყო „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახალი სკოლის მოდელის ქვეპროგრამით შერჩეული სკოლების კომპიუტერებით უზრუნველყოფა.
პირველ ეტაპზე, თბილისის 21, ქვემო ქართლის 3 და იმერეთის რეგიონის 14 საჯარო სკოლას გადაეცა 1 233 428 ლარის ღირებულების 899 ერთეული პორტაბელური კომპიუტერი (ლეპტოპი).
პროგრამით გათვალისწინებული სხვა სკოლების კომპიუტერებით უზრუნველყოფა გაგრძელდება ეტაპობრივად.