2019 წელს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი 80 მლნ ლარს შეადგენს. ამ ბიუჯეტით განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია:
თბილისში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა;
149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
31 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა;
რამდენიმე პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა და რეაბილიტაცია.
ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით რეგიონებში 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება.