საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის იანვრიდან ხორციელდება „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამა. 2018 წლის იანვრიდან სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას.
2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის განსახორციელებელი შესყიდვის გამოცხადებამდე სააგენტოში გაიმართა ღია კარის დღე ოპერირებადი კომპანიებისთვის და მოხდა მათი ინფორმირება. კომპანიებმა თავისმხრივ აღნიშნეს რომ საკითხის განხივლის შემდგომ წარმოადგენენ მოსაზრებებს.
„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებათ.