ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სკოლა გახსნა. ხიდრის ახალ, ოპტიმიზირებულ სკოლაში ამჟამად, 16 მოსწავლე განაგრძობს სწავლას. სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. 20-25 ბავშვიანი, მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სკოლის მშენებლობაზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.