გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ახალი სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ახლად აშენებული სკოლის გახსნას დაესწრნენ. სკოლის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2018 წლის 18 ივნისს. სკოლის მშენებლობაზე დაიხარჯა 1 400 000 ლარამდე. ერთსაუკუნოვანი სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.
თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწავლის ხარისხის ამაღლების მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.