I-VI კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი , მოსწავლეებთან ერთად, თბილისის 61-ე სკოლაში დაესწრნენ.
2018-2019 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან, სასწავლო პროცესში დაინერგება შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად გაუმჯობესებული, განახლებული, და რაც არსებითად მნიშვნელოვანია – ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, ევროპული სტანდარტების დაცვით დაბეჭდილი წიგნები და რვეულები, რომელთა წონაც, ფაქტობრივად, განახევრებულია.