სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროგრამა შიდა ქართლის რეგიონში დაასრულა პირველკლასელთა კომპიუტერების დარიგების პროცესი. პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში 3186 პირველკლასელი მოსწავლე და მათი 192 მასწავლებელი ახალ სასწავლო წელს პორტაბელურ კომპიუტერს მიიღებს.