სისხლის უანგარო დონორთა აქცია

დღეს სსიპ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში სისხლის უანგარო დონორთა აქცია- „ გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა. აქციაში მონაწილეობა სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა აქციაში მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცეს.