სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საქართველოს 50 საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მათი მოთხოვნის შესაბამისად, გადასცა 185 ცალი პერსონალური კომპიუტერი. აღსანიშნავია, რომ რესურსცენტრებისთვის პერსონალური კომპიუტერების განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. უახლოეს მომავალში იგეგმება მათთვის ახალი პროექტორების გადაცემა.