განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვალადის საჯარო სკოლას ეწვია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადის  ახლად აშენებულ საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია  და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სკოლას გააჩნია სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი და  ბიბლიოთეკა.