სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მამია მორალიშვილმა კარფურ საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი ტკბილეულითა და საჩუქრებით მიულოცეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. სკოლას, სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით ასევე გადაეცა კომპიუტერი და “National Geographic”-ის ჟურნალები. მოსწავლეები კი საინტერესო და სახალისო სანახაობით წარსდგნენ სტუმრების წინაშე.
ქვემო ნიქოზი ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს და ერთ-ერთი სოფელია, რომელიც 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაინგრა. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით სკოლა აშენდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად თანამედროვედ აღიჭურვა.