სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა შიდა ქართლის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად 308 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მომავალი მერი კოტე თავზარაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე.
წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 2557 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. 2017 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.