დასრულდა ელექტრონული ტენდერი ქალაქ თბილისის №2 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. 2017 წლის 09 ოქტომბერს ხელშეკრულება გაფორმდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“-ს შორის. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 3 799 999,51 ლარს.