ქრისტინე ხარშილაძის სახელობის სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლის გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორი, ზვიად როსტომაშვილი და სააგენტოს დირექტორის მოადგილეები , გიორგი თინაძე და მამია მორალიშვილი ქრისტინე ხარშილაძის სახელობის სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლის გახსნას დაესწრნენ და სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
საქართველოს სოფლებში ახალი ტექნოლოგიებით მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობის პროცესი დაწყებულია. ასეთი ტიპის სკოლების მშენებლობისთვის დაახლოებით 3-დან 5 თვემდეა საჭირო. ჯამში 13 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აშენდება. ეს არის ენერგოეფექტური, ადაპტირებული სკოლები და გათვლილია 20-25 მოსწავლეზე.