ქალაქ თბილისის №116- ე საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დიდუბე ჩუღურეთის რაიონში ახორციელებს №116- ე საჯარო სკოლის ნაწილობრივ რეაბილიტაციას. ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია სამედიცინო ოთახის მოწყობა,  სველი წერტილებისა და  საკლასო ოთახების რეაბილიტაცია. 2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით დიდუბე- ჩუღურეთის მუნიციპალიტეტში  დაგეგმილია  1  საჯარო სკოლის მშენებლობა,  5 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და  2  სამედიცინო ოთახის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისის  №100- ე საჯარო სკოლის მშენებლობა.